1. პროექტის სახელწოდება: –'რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი".
2. პროექტის მთავარი იდეა: ხუროთმოძღვრების (საერო და საკულტო) ძეგლები ჩემს მხარეში.
3. პროექტის აქტუალობა: სამეგრელოს რეგიონში არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლის "ოცინდალეს" პოპულარიზაცია. ამჟამად საქართველოში ეკლესია–მონასტრებს დიდი ყურადღება ექცევა, "ოცინდალეს" ეკლესიას უფრო მეტი ყურადღების ცენტრში მოქცევაა აუცილებელი.
4. პროექტის მიზნები:
მოსწავლეებში კვლევითი და ძიებითი უნარჩვევების განვითარება.
* ისტ–ის გამოყენება პროექტის მსვლელობისას.
*მშობლიური კუთხის უკეთ განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი: 15– 16 წლის ბავშვები.
6. ვადები/ხანგრძლივობა. ერთი კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
გაეცნობიან და შეისწავლიან მის ისტორიას.
სკოლაში ჩატარდება მინი ლექცია–გაკვეთილები.
პროექტში მონაწილე ბავშვებთან ერთად სხვა კლასის მოსწავლეები გაეცნობიან ეკლესიაზე მოძიებულ მასალას.
ისტ–ის გამოყენება ეფექტური იქნება მოძიებული მასალის აღქმაში..
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, მარკერები, პოსტერები.
9. პროექტის მსვლელობა:
1. დავალებების განაწილება პროექტში მონაწილეთა შორის.
2. ძეგლის ისტორიის მოძიების მიზნით ქმნიან ჩანაწერებს ხუროთმოძღვრების ძეგლებზე.
მუზეუმების, ეკლესიების, სოფლის უხუცესების დახმარებით და ისტორიული წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით.
* ლაშქრობის მოწყობა სოფ. ოცინდალეში.
* ლაშქრობის დროს ეკლესიის დასუფთავება.
* ანალიზი და მისი შედეგების განხილვა სკოლაში.
* სტატიების მომზადება, გამოქვეყნება სასკოლო გაზეთში.
* ხუროთმოძღვრული ძეგლების გამოფენა.
* MSPP პროგრამის გამოყენებით პრეზენტაციის მომზადება და მისი ჩვენება პროექტორით ლექცია–გაკვეთილის დროს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჟგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ.X.3. გეგმავს და ატარებს ისტორიულ კვლევას.
* დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით ირჩევს მისთვის საკვლევად საინტერესო ისტორიულ თემას.
* მომავალი საკვლევი თემის დაკონკრეტების მიზნით არჩეულ ისტორიულ საკითხებზე ეცნობა ერთ ან ორ ზოგადი ხასიათის სტატიას.
* განსაზღვრავს, თუ რა ტიპის კვლევის ჩატარებას აპირებს, დაეყრდნობა მისი გამოკვლევა მხოლოდ მეორეულ წყაროებს, თუ მას დასჭირდება როგორც პირველადი, ასევე მეორეული წყაროების გამოყენება.
* კვლევის ინტერესიდან გამომდინარე, მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს, ეცნობა და აფასებს პირველად წყაროებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ალა ხორავა.
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: alakhorava@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: alakhorava.blogspot.com